რუსეთის ლიდერმა უშიშროების საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
ვლადიმერ პუტინი ომში გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებს ფინანსურ კომპენსაციას დაჰპირდა - გააკეთა პოლიტიკური განცხადებაც:
"მე რუსი ვარ, ვარ დაღესტანელი, ჩეჩენი, ინგუში, ებრაელი, ოსი - ყველა ის 300 000-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი რუსეთში, რომელთა დათვლაც შეუძლებელია. მე ვამაყობ, რომ ვარ ამ მსოფლიოს ნაწილი, ასევე ნაწილი ყოვლისშემძლე, ძლიერი მულტინაციონალური რუსი ხალხის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ერია, იმის მიუხედავად, რომ უკრაინელების ნაწილი შეაშინეს. ზოგი ნაციონალისტი პროპაგანდის ნაწილი გახდა. ვიღაც კი, გაცნობიერებულად წავიდა იმ მებრძოლთა კვალზე, რომლებიც სამამულო ომის დროს, ჰიტლერის მხარს იბრძოდნენ.
ჩვენ, ნეო-ნაცისტებს ვებრძვით, ნაციონალისტებთან ერთად იბრძვიან დაქირავებულები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდანაც. ისინი ინიღბებიან, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.