27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
უკვე მე-8 დღეა, თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეები უკრაინის სოლიდარობისთვის იკრიბებიან

უკვე მე-8 დღეა, თბილისში პარლამენტის წინ მოქალაქეები უკრაინის სოლიდარობისთვის იკრიბებიან. მათი აქცია დღეს მდუმარეა.

აქციის მონაწილეები რუსთაველზე უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აპროტესტებენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთიც.

მსურველებს მიაქვთ ყველაფერი, პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები, ტანსაცმელი და საკვები. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები.

დღის ამბები