უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ყოველდღიურად 20-30 ჯერ უკავშირდება მსოფლიო ლიდერებს და დაჟინებით ითხოვს, უკრაინის საფრენი ზონის დაკეტვას. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
"თუ ახლა ვერ დახურავთ ცას, მაშინ გვითხარით ვადა, როდის. მითხარით, რა რაოდენობის ადამიანი უნდა აფეთქდეს, რამდენი ხელი, ფეხი, თავია საჭირო, რომ ხმა მოგაწვდინოთ?"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერების მისამართით.