27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ბავშვების თვალით დანახული რუსული აგრესია - ომამდე მშობლებისგან მიტოვებული და დაობლებული მცირეწლოვნები ახლა საცხოვრებლის გარეშეც დარჩნენ 

ბავშვების თვალით დანახული რუსული აგრესია - რუსულ ჭურვებსა და ტყვიებს გამოქცეულმა ბავშვებმა არ იციან, რატომ უწევთ საცხოვრებლის დატოვება. რატომ გადიან ფეხით ათეულობით კილომეტრს და რატომ ემშვიდობებიან საკუთარ მამებს, რომლებიც ოკუპანტებთან საბრძოლველად მიდიან.

აგრესორების სამიზნე ბავშვთა თავშესაფრები და ონკოლოგიური საავადმყოფოებიც არის. ომამდე მშობლებისგან მიტოვებული და დაობლებული მცირეწლოვნები ახლა საცხოვრებლის გარეშეც დარჩნენ.

ომის დაწყებიდან დღემდე 1000-ზე მოქალაქე დაიღუპა, მათგან 20-ზე მეტი ბავშვია.
დაშავდნენ და უსახლკაროდ დარჩნენ მცირეწლოვნები

ვრცელდება ფოტოები ინტერნეტ სივრცეში, სადაც ჩანს, თუ როგორ სვამენ მამები მატარებელში შვილებს, კოცნიან, ემშვიდობებიან და თავად კი ოკუპანტებთან საბრძოლველად მიდიან. 

2 წლის ბავშვი მტრის ტყვიამ დაჭრა უკრაინის დედაქალაქში. მან სახის, ზურგისა და ფეხის ტრავმა მიიღო.

უკრაინის დედაქალაქის დაბომბვასთან ერთად, დაშავებული ბავშვების რიცხვი, სულ უფრო იზრდება. 

დღის ამბები