27 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
უარესი ჯერ კიდევ წინ არის - რას აცხადებს ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პესიმისტურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ამის შესახებ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ფრანგული მედია BFM-ი იტყობინება. 

ემანუელ მაკრონთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომ გააგრძელებს შეტევას და მისი მიზანია, მთელ უკრაინაზე კონტროლის აღება.

საათნახევრიანი სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთის არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და იქნება უფრო უარესი, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ. ვლადიმირ პუტინმა ასევე დაადასტურა რომ მისი მიზანია უკრაინის დენაციფიკაცია, როგორც მან ეს ომის დასაწყისშივე განაცხადა.

"პრეზიდენტი მაკრონის ინტუციით, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, იმის გათვალისწინებით, რაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა. რუსეთის ამბიცია არის მთელი უკრაინის აღება. ვლადიმერ პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა," - იტყობინება ელისეი.

დღის ამბები