ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა. არ გინდა ახლა წასვლა? - დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა 30 მეტრის დაშორებით არა, როგორც მაკრონთან, შოლცთან და სხვებთან. მე მეზობელი ვარ, არ არის საჭირო 30 მეტრის დაშორებით დამსვა. მე არ ვიკბინები, ნორმალური ადამიანი ვარ, დაჯექი ჩემთან, ვილაპარაკოთ, არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ, ჩვენ არ ვიჭრებით ბანკებში, არ ვიკავებთ სხვების მიწებს, " - განაცხადა ზელენსკიმ.