ევროკავშირში გაწევრიანებაზე სურვილი საქართველომ უკვე ოფიციალურად გააფორმა. დოკუმენტი 4 მთავარ ადრესატს გაეგზავნა - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარეს. დაგეგმილზე 2 წლით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ახალი რეალობის გათვალისწინებით მიიღო.
განაცხადის გაკეთებას ხელისუფლებისგან ოპოზიციაც ითხოვდა, თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისინი საზოგადოების დამსახურებად მიიჩნევენ. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პერსპექტივა მალე რეალური გახდეს, ამაზე პარტიებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ.
"ქართულ ოცნება" ოპოზიციას ურჩევს უკრაინის ომის თემა შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს. განმარტავენ, რომ განაცხადის გაკეთების შემდეგ შიდადაპირისპირებების გაგრძელება ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
ქართული ოცნების გადაწყვეტილება საზოგადოებას გუშინ საგანგებო ბრიფინგიდან პარტიის თავმჯდომარემ ამცნო. რატომ დააჩქარა საქართველომ განაცხადის გაკეთება - ამაზე უკვე ვრცლად ირაკლი კობახიძემ ღამის კურიერში ისაუბრა.
საქართველო მოუწოდებს ევროკავშირის სტრუქტურებს, დაჩქარებელი რეჟიმში განიხილონ ოფიციალური თბილისის განაცხადი.