რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, "ფორმულა 1"-მა რუსეთის გრან-პრისთან კონტრაქტი შეწყვიტა.
"ფორმულა 1-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ შეწყვიტა კონტრაქტი რუსეთის გრან-პრის პრომოუტერთან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს მომავალში რბოლა არ ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.