27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ბოლო 24 საათში ხარკოვში სარაკეტო იერიშს 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 285 ადამიანი

ხარკოვში საავიაციო იერიშის შედეგად, ბოლო 24 საათში 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 285 კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

"მტერი განაგრძობს საცხოვრებელ სახლებსა და ქუჩებზე სარაკეტო იერიშს, მათ შორის ბომბების, ჭურვებისა და ყუმბარების გამოყენებას,"- ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის განცხადებაში.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

დღის ამბები