27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სპეციალური ანგარიში გახსნა

თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სპეციალური ანგარიში გახსნა. კახა კალაძის თქმით, გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი - 300778800, დანიშნულება - უკრაინისთვის.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ – უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, შევიტანო ჩემი წვლილი ამ ფინანსურ დახმარებაში და ყველანაირად გვერდით დავუდგე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები