27 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს - SWIFT-ის საბანკო სისტემას კი 12 მარტს 7 რუსული ბანკის გამოეთიშება

დამატებითი სანქციები რუსეთს - BBC-ის ინფორმაციით, SWIFT-ის საბანკო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება 12 მარტს მათი გლობალური ქსელიდან 7 რუსული ბანკის გათიშვის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ დასავლური ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან ზოგიერთი ძირითადი ბანკი გამორიცხონ. Swift-ს 200-ზე მეტ ქვეყანაში ათასობით ფინანსური ინსტიტუტი იყენებს.

ახალ სანქციებს აწესებს კანადაც. შეზღუდვები რუსული კომპანიების: "გაზპრომისა" და "როსნეფტის" 10 წარმომადგენელს შეეხება. სანქციების მიზანი ომის შეწყვეტისთვის რუსეთის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის გაძლიერებაა.

დამატებით 4 რუსულ ბანკს, მათ შორის "ვითიბის", აქტივებს გაუყინავს იაპონიის მთავრობა.

მსოფლიო ბანკი კი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს.

დღის ამბები