27 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
რუსულმა გამანადგურებლებმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

შვედეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის 4-მა საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს,  

ორმა რუსულმა სუ-27-მა და ორმა სუ-24-მა  შვედეთის საჰაერო სივრცე კუნძულ გოთლანდის აღმოსავლეთით დაარღვია.

ჰაერში შვედური მოიერიშე თვითმფრინავი Jas 39 Gripen-ც ავიდა და ინციდენტი ფოტოების გადაღებით დოკუმენტურად დააფიქსირა. გავრცელებული ცნობით, დარღვევა ხანმოკლე იყო.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ ინციდენტს. ეს არის არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო ქმედებები რუსეთის მხრიდან," - განაცხადა საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა კარლ-იოჰან ედსტრომმა.

დღის ამბები