27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
NATO არ იქნება წარმოდგენილი უკრაინის მიწაზე ჯარებით, ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის საჰაერო სივრცეში, თუმცა ალიანსი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვება, თუმცა ალიანსი უკრაინის მთავრობას, სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს.

"NATO 30 სხვადასხვა სახელმწიფოს გაერთიანებაა ატლანტიკის ორივე მხარეს, სხვადასხვა ისტორიითა და გეოგრაფიით, ეს ჩვენი სიძლიერეა. გასული კვირების და თვეების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ გავზარდეთ NATO-ს საპასუხო ძალების მზადყოფნა, გავააქტიურეთ NATO-ს თავდაცვის დანახარჯები, ასე რომ ახლა უფრო მარტივად შეგვიძლია უფრო მარტივად გავზარდოთ ჩვენი სამხედროები ევროპაში. NATO უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისთვის, ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით კონფლიქტის ნაწილი. NATO არ იქნება წარმოდგენილი უკრაინის მიწაზე მისი ჯარებით, ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის საჰაერო სივრცეში, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მთავრობას, სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები