აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უახლოეს პერიოდში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრიუსელში იკრიბებიან ევროკავშირის, ნატოს და G7-ის წარმომადგენლები, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილონ და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმონ.
"ხვალ მე მივემგზავრები ბრიუსელში შევხვდები ჩვენს მოკავშირეებს ნატოდან G7-დან და ასევე ევროკავშირიდან, ჩვენ განვიხილავთ იმ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს იმისთვის, რომ დაუჭირონ მხარი უკრაინას. იმ შემთხვევაში თუ თავდასხმა მოხდება ერთ-ერთ ნატოს ქვეყანაზე ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოს ყველა ქვეყანას დაესხნენ თავს.
მინდა მოლდოვა ვახსენო, ისინი აქტიურად იფარებენ უკრაინელ ლტოლვილებს. ამის შემდეგ ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში მივემგზავრები.
პრეზიდენტ პუტინს სურს რომ მართოს ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანა და როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს.
ეს არის საფრთხე რომელიც დგას ევროპისა და მთელი მსოფლიოს წინაშე," - განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია უკრაინის და ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიისგან.