27 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ძლიერი აფეთქება კიევის რკინიგზის სადგურთან - რაკეტა თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით იყო ნასროლი

უკრაინის დედაქალაქზე რუსული სამხედრო იერიში არ წყდება - ცოტა ხნის წინ, კიევში, რკინიგზის სადგურთან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ტელეგრამ არხებში ვრცელდება თვითმხილველების მიერ გადაღებული აფეთქების ვიდეოკადრები. 

კიევის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მდებარეობს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა სწორედ თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით იქნა გაშვებული, თუმცა ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო და მისი ნამსხვრევები რკინიგზის სადგურთან ჩამოცვივდა.

მოჰყვა თუ არა სარაკეტო იერიშს მსხვერპლი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები