27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"ეს არის პუტინის ომი, ეს არაა რუსი ხალხის ომი" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინასწარ განზრახულ აგრესიაში. მისი თქმით, დასავლეთის სამყარო ერთიანია და აუცილებლად გაეცემა რუსეთს საკადრისი პასუხი:

"დასავლეთის სამყარომ პუტინს ერთიანი პასუხი გავეცით, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დავესწარი, ვისაუბრეთ იმ თავდასხმებზე რისი ბრძანებაც გასცა პუტინმა. რაზეც ვფიქრობდით რომ გააკეთებდა პუტინმა ეს ნაბიჯები  გადადგა. რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ განზრახული აგრესია.

ჩვენ აუცილებლად ვამხელთ რუსეთს და დარტყმას მივაყენებთ რუსულ ეკონომიკას. მე აღვნიშნე, რომ რუსეთს მოუწევდა პასუხი ეგო ქმედებებზე. აშშ და მისი მოკავშირე 30 ქვეყანა ასრულებს ამ პირობას.

სანქციები დაუწესდება ლუკაშენკოს რეჟიმსაც, ჩვენ შევზღუდავთ ბელარუსის ექსპორტის მიმართულებას და მასაც გავცემთ საკადრის პასუხს.

პუტინი ალბათ ფიქრობს, რომ აშშ და მოკავშირეები ვერ შეასრულებენ დაპირებებს სრულად , რომელიც გავაჟღერეთ, მაგრამ მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ის ხვდება, რომ არასწორი გათვლები ჰქონდა და პირობას ვასრულებთ. ეს არის პუტინის ომი, ეს არაა რუსი ხალხის ომი, დღითი დღე ნათელი ხდება რომ რუსეთის მოსახლეობა ამას ეწინააღმდეგება და ის სამხედროები, რომელიც გაიწვიეს უკრაინაში წარმოდგენა არ ჰქონდათ რატომ მიდიოდნენ."- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოსახლეობასაც მიმართა:

"მინდა გავაჟღერო მესიჯი რუსეთის მოსახლეობისთვის, ჩვენ ვიცით, რომ  თქვენ არ გსურთ იყოთ ნაწილი და მონაწილე ამ ომის, თქვენ როგორც უკრაინელები, ამერიკელები, გაქვთ იგივე მისწრაფებები, კარგი სამუშაო ადგილები, სუფთა წყალი, ბუნებრივი აირი, საშუალება რომ თქვენ შვილებს მისცეთ საუკეთესო განათლება, რატომ უნდა ხდებოდეს ასე? რატომ შეიძლება იფიქროთ რომ პუტინის აგრესია ამ ყველაფრის მიღწევაში დაგეხმარებათ, ეს ასე არ იქნება, ჩვენ იძულებულნი ვართ დავუწესოთ სანქციები რუსეთს, ეს სანქციები არაა მიმართული თქვენსკენ, მიმართულია იმისკენ, რომ პუტინმა აგრესია შეაჩეროს. მნიშვნელოვანია რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს და თქვენც უნდა მოითხოვოთ აგრესიის დასრულება. პუტინს სურს თავი ლიდერად წარმოაჩინოს, ლიდერი კი მაშინ იქნება თუ რუს ჯარისკაცებს მისცემს საშუალებას სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ ვტოვებთ კარს ღიას დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. სამხედრო დეესკალაციის გარეშე ეს ვერ მოხდება, შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, როცა უწყვეტი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს," - განცხადა ენტონი ბლინკენმა და კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

დღის ამბები