გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის დამტკიცებას "ტვიტერში" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება:
"მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ, უპრეცედენტო უმრავლესობით რეზოლუციის დამტკიცებას ძლიერი მოწოდებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ვერაგული თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, თითოეული სახელმწიფოსი, რომელმაც სასარგებლოდ მისცა ხმა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე.
კენჭისყრის გამანადგურებელი შედეგები გაეროში აგრესორისთვის დამაჯერებლად აჩვენებს, რომ გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია და ფუნქციონირებს. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვება ჩვენი იქნება," - წერს ზელენსკი.
გაერომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.