27 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
თავისუფალი სამყარო უნდა იყოს თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დააჩქაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესვლა ევროკავშირში - მამუკა ბახტაძე 

 ახლა საჭიროა კრემლთან მიმართებაში ხარჯთსარგებლიანობაზე ორიენტირებული მიდგომის დავიწყება და ყოვლისმომცველი, პროაქტიული, ძლიერი სტრატეგიის შემუშავება კრემლის აგრესიის შესაჩერებლად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Newsweek-თან ინტერვიუში აცხადებს. 

მისი თქმით, თავისუფალი სამყარო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დააჩქაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესვლა ევროკავშირში. 

"უკრაინელების სიმამაცე თავისუფლებისთვის ბრძოლაში სუნთქვისშემკვრელია, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეზონანსულია. დღეს მთელი უკრაინა საომარ ზონად არის გადაქცეული, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება თავისუფალი სამყარო და ტირანია. კრემლის პროპაგანდა უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თავისი მილიტარისტული ამბიციების საბაბად იყენებს, მაგრამ ნათელია, რომ ამას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. რუსეთის ფედრეაციამ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია 1990-იან წლებში დაიწყო და მაშინ ნატოზე საუბარი საქართველოში საერთოდ არ იყო,"- აცხადებს მამუკა ბახტაძე Newsweek-თან ინტერვიუში.

 

დღის ამბები