თბილისში კი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები მე-7 დღეა უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ, რუსულ აგრესიას კი აპროტესტებენ. არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. რიგით მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ 2 საათზე მეტია იმყოფებიან.
დღის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდნენ.