27 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
საფრანგეთში 27 ადამიანი დააკავეს - ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრაინაში გამგზავრებასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მცდელობაში

ფრანგმა სამართალდამცველებმა 27 ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრაინაში გამგზავრებასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მცდელობაში.

დაკავებულთა შორის, 14 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა, 13 კი სამოქალაქო მოხალისე. ისინი
საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მსახურობდნენ.

ხელისუფლება გამოძიების პირობებში აპირებს დაადგინოს მათი რეალური მოტივი. აპირებდნენ ისინი საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, თუ უკრაინაში გამგზავრებას ნათესავების მოსანახულებლად გეგმავდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები პოლონეთში ავტობუსით გამგზავრებას გეგმავდნენ.
საბოლოო დანიშნულების ადგილი კი უკრაინა ან ბელარუსი იყო.

დღის ამბები