27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
"ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული გაბედული ნაბიჯი" - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებას დავით ზალკალიანი ეხმაურება

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს აკეთებს. აღნიშნულს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მივესალმები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის შესახებ, რაც წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე გადაგმულ გაბედულ ნაბიჯს," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

დღის ამბები