უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, მშობლები შვილებთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ბავშვების გულწრფელი ემოცია და ნახატები არაგულწრფელი აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის სამართალდამცველებისთვის. დაკავებამდე, აქციის მონაწილეები მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან ყვავილებით მივიდნენ, არა ომს - შეძახილებს დაკავება მოჰყვა. მშვიდობიანი აქცია დაარბიეს სანქტ-პეტერბურშიც.
რუსეთი დღეს ომის რეალურ შედეგებს მალავს, თუმცა ყველა ერთის წინააღმდე ერთიანდება. სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანების სოლიდარობა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - რუსეთმა შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
"ხელები შორს უკრაინისგან", "არა პუტინს", "ნუ მოკლავთ" - ამ ლოზუნგით ბრაზილიასა და არგენტინაში მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები ომის შედეგებს აპროტესტებენ .
დემონსტრანტებს გლობალური საფრთხეები აშინებთ. მიაჩნიათ, რომ პუტინის პირისპირ შესაძლოა ნებისმიერი ქვეყანა აღმოჩნდეს. დღეს ისმოდა ადამიანების ხმამაღალი პროტესტი იაპონიიდანაც, რომ რომ შეწყდეს საცხოვრებელ კორპუსების, საბავშვო ბაღების, სკოლებისა და საავადმყოფოების განადგურება.
უკრაინამ, ადამიანების გულწრფელი მხარდაჭერა და პროტესტი საბერძნეთიდანაც იგრძნო. ათენის მთავარ გამზირზე, რუსულ აგრესიის წინააღმდეგ, სამშვიდობო აქციას ქართველების დიდი ნაკადი შეუერთდა. ერთად იყო აღმართული უკრაინისა და საქართველოს დროშები.
საქართველოს დროშა, დღეს ბრიუსელშიც ფრიალებდა, სადა უკვე ორი დღეა უკრაინის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეებს პროტესტს ევროპარლამენტარებიც შეუერთდნენ და რუსეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
7 დღეა, უკრაინაზე თავდასხმები არ წყდება და სწორედ 7 დღეა, არ წყდება სოლიდარობის აქციებიც.