პირველად 7-დღიანი ომის მანძილზე უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა. ხარკოვთან განადგურებულია რუსეთის მე-200 მოტომსროლელთა ბრიგადა, რომელიც ელიტურ დაჯგუფებად ითვლება და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი სამხედრო შენაერთია.
უკრაინელებმა ამერიკული "ჯაველინებით" მარტო ერთ ადგილზე რუსული წარმოების 30 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.
შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხარკოვის კადრები, სადაც რუსებმა იერიში რკინიგზის სადგურზე მიიტანეს. მოქალაქეები ბლოკირებული ქალაქიდან გაქცევას ცდილობენ.
ავია-იერიშები გრძელდება უკრაინის სხვა ქალაქებზეც. კიევის გარეუბნებში კი, დივესანტებთან შეტაკებები მიმდინარეობს. კიევის ოლქშივე ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ ხიდიც ააფეთქეს.
ინტერნეტით ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი აუდიოჩანაწერი, სადაც რუსი სამხედრო ამბობს რომ რუსეთის ერთ პოლკში პირადი შემადგენლობის მხოლოდ 30%-ია ცოცხალი.