27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ხელისუფლება არ აჰყვება მოღალატეების სცენარს" - ირაკლი კობახიძე ენმ-ს ქვეყნის ომსა და სანქციებში ჩათრევის ფარულ მცდელობაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას მტრობს და ღალატობს, მმართველი გუნდი კი არავითარ შემთხვევაში არ აჰყვება მოღალატეების სცენარს:

""ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში, ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობის ნაცვლად, მათ ურჩევნიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. ომსა და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობით ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია. საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აჰყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომელიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენი მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები