ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის აგრესიას ეხმაურება. დალია გრიბაუსკაიტე წერს, რომ პუტინს სანქციები ვერ გააჩერებს, მისი თქმით, უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს და უკრაინა ევროპას პუტინის სიგიჟისგან იცავს.
"სანქციები პუტინს ვერ გააჩერებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ომის შეჩერება მხოლოდ ომს შეუძლია. არ არის საჭირო უკრაინისთვის მხოლოდ იარაღის მიწოდებით თავის მოკატუნება და საკუთარი სინდისის დამშვიდება, ამისთვის უკვე ძალიან გვიანია. ამ ომში ჩვენთვის უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ბავშვები იბრძვიან, ისინი ჩვენ პუტინის სიგიჟისგან გვიცავენ. იმ მანტრის გამეორება, რომ ნატო უკრაინას ვერ დაეხმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს აჩვენებს. ამას პუტინიც ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი სწრაფად სწავლობს, მას მაინც არ ესმის, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს,"- წერს დალია გრიბაუსკაიტე.