ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს უბრძანა, შეწყვიტოს თავდასხმა და დაბომბვა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე.
"ასეთი დარღვევების აღკვეთის მიზნით და რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ადგენს, უბრძანოს რუსეთის მთავრობას, თავი შეიკავოს სამხედრო თავდასხმებისგან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებაში.
ჰააგაში კი უკრაინის საკითხზე მოსმენა 7-8 მარტს ჩაინიშნა. უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც მიხედვითაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბად გენოციდს ასახელებს.