ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობა ეჭვქვეშ დააყენა. ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს დაიპყროს გაერო-ს სხვა სახელმწიფო და იწვევს მასშტაბურ ჰუმანიტარულ პრობლემებს.
"ჩნდება გონივრული კითხვა, უნდა დარჩეს თუ არა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად ქვეყანა, რომელიც ცდილობს, დაიპყროს გაერო-ს სხვა სახელმწიფო, სჩადის ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებს და იწვევს მასშტაბურ ჰუმანიტარულ პრობლემებს?" – განაცხადა ენტონი ბლინკენმა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ და ცალსახად უნდა დაგმოს რუსეთის მცდელობა დაამხოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და ყოვლად მიუღებელი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები.