27 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ბორის ჯონსონი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების წასვლას მხარს არ უჭერს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩასართავად ბრიტანეთიდან მოხალისეების წასვლას მხარს არ უჭერს. 

ბორის ჯონსონი საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრუსს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ მთავრობა ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მხარს აქტიურად არ უჭერს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, NATO-ს არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს, აქტიურად ჩაერთოს მოსკოვის შეჭრის მოგერიებაში, რადგან უკრაინა არ არის თავდაცვის ალიანსის წევრი.

"მე ძალიან მკაფიო ვიქნები ამ საკითხის შესახებ, რადგან არ ხართ მართალი იმაში, რასაც ამბობთ. დიდი ბრიტანეთი ასეთ რამეს აქტიურად არ აკეთებს. თუმცა, მესმის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გრძნობების, რომლებიც ემოციურად ამ კონფლიქტში ჩართულნი არიან, როცა განსხვავება სწორსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას შორის ასე აშკარაა.

„მე მესმის, რატომ გრძნობენ ადამიანები თავს ასე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფლიქტების და მათი წარმართვის შესახებ კანონები. ვფიქრობ, NATO-ს არცერთი წევრი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტში აქტიურად ჩართვის ნაბიჯს არ განიხილავს," - განაცხადა ჯონსონმა.

ტრუსი კი აცხადებს, რომ ის "აბსოლუტურ" მხარდაჭერას უცხადებს ბრიტანელ მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს შეუერთდნენ ბრძოლას უკრაინაში.

დღის ამბები