რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რუს დიპლომატებს გადადგომისკენ მოუწოდა
01-03-2022 23:39
რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ანდრეი კოზირევმა რუს დიპლომატებს უკრაინაში რუსეთის სისხლიანი ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგომისკენ მოუწოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.