27 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
Anonymous-ის კიბერომი და ქართული ჰაკერული დაჯგუფება GNG - "კურიერი" მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრა

"გამარჯობა მსოფლიო მოქალაქეებო! ეს გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის Anonymous​-გან. ბატონო პუტინ, აგრესია უკრაინის მიმართ იმის დასტურია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს, ადამიანთა უფლებებს," - ეს არის ვიდეო-მიმართვა, რომელიც ყველაზე დიდმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ გაავრცელა.

მათ პუტინს კიბერომი გამოუცხადეს. Anonymous არის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ჰაკერული დაჯგუფება, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდებს უტევს. შეტევა უკვე მიიტანეს კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. Anonymous​-მა ომის დაწყების შემდეგ 1 500-ზე მეტი რუსული და ბელორუსული ვებგვერდი, მათ შორის ბანკებისა და სამთავრობო მედიის საიტები გატეხა.

Anonymous-სთან ერთად პუტინის წინააღმდეგ კიბერ ომში ჩაერთო მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. მათ შორის არის საქართველოც. GNG - ასე ჰქვია ჰაკერულ დაჯგუფებას, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ კიბერომი 25 თებერვალს დაიწყო. ამ დღის შემდეგ ჰაკერები, რომელებიც აფილირებულები არიან Anonymous-სთან​ სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას რუსეთის ან ბელარუსის რომელ სამთავრობო ინსტიტუტებსა და ბანკებზე ახორციელებენ კიბერ თავდასხმებს!

მათ გაავრცელეს რუსეთის "სბერ ბანკის" მონაცემთა ბაზა, ფუნქციონირება შეუჩერეს ჩეჩნეთის მთავრობის საიტს, შეუტიეს კრემლის და ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდები, ასევე ერთ-ერთ პროპაგანდისტულ რუსულ საინფორმაციო არხს. დაჰაკეს თინა კანდელაკის პირადი გვერდიც, ჰაკერული ჯგუფი GNG ადასტურებს, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს დაჯგუფება Anonymous-სთან და ერთად განიხილავენ სამოქმედო გეგმებს!

"კურიერი" ესაუბრა ჰაკერული დაჯგუფების ერთ-ერთ წარმომადგენელს. 

დღის ამბები