27 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ეხო მოსკვის" და "დოჟდის" საიტები რუსეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა

"ეხო მოსკვის" და "დოჟდის" საიტები რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს. ისინი რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაიბლოკა.

"ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი ადასტურებს, რომ "ეხო მასკვი" გათიშულია ეთერიდანაც.

"დოჟდი" საკუთარ ტელეგრამ არხზე აქვეყნებს პროკურატურისგან მიღებული დოკუმენტის შინაარსს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ტელეკომპანია არღვევდა შესაბამის კანონს, საიტზე განთავსებული იყო ისეთი საინფორმაციო მასალები, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსის შესახებ.

ამასთან "დოჟდს" ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მათ საიტზე განთავსებული მასალები შეიცავდა საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებას. ტელეკომპანია ბრალდებას უარყოფს. ამ დროისთვის მაუწყებლობას განაგრძობს "დოჟდისიუთუბარხი.

დღის ამბები