27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
შეტევა საცხოვრებელ კორპუსებზე, საბავშვო ბაღებსა და თავშესაფრებზე - უკრაინის წინააღდეგ ჩადენილ ომის დანაშაულს ჰააგის სასამართლო გამოიძიებს

დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღები, თავშესაფრები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები - ეს ომის იმ დანაშაულების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩაიდინა.

რუსეთმა უკვე დაარღვია ყველა კონვენცია და ომის ყველა კანონი, რის გამოც ის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლდება.

6 დღიან იერიშს უკვე ემსხვერპლა უკრაინის 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვია, 116 მცირეწლოვანი კი დაჭრილია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ პუტინს და მის გარემოცვას სამხედრო ტრიბუნალი მხოლოდ ხარკოვის გამო ელის.

დღის ამბები