27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი კონკრეტული მხარდაჭერა ყველა მცდელობის შესანარჩუნებლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერებისთვის - შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

"პრეზიდენტთან ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვართ. ევროკავშირს ძალიან ცხადი, მტკიცე და ერთიანი პოზიცია აქვს. მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობა. თქვენ იცით ჩემი პერსონალური ჩართულობა საქართველოსთვის.

მე მაქსიმალურად ვეცადე ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერა სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ჩვენ ევროკომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი ნათელი და კონკრეტული მხარდაჭერა ყველა მცდელობის შესანარჩუნებლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერებისთვის.

ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი პრიორიტეტები, რაზეც ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და ჩვენ სრულად ვიქნებით მათი ერთგული, რადგან ამ უკიდურესად რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდგეთ ერთად და გამოვხატოთ ძალიან მკაფიო გზავნილი, რათა მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო სამართალს, წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგსა და მრავალმხრივ მიდგომას, ასევე სრულად ვცეთ პატივი გაეროს ქარტიას. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრინციპები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია მივაღწიოთ კონკრეტულ პროგრესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო კავშირები ძალიან თვალსაჩინო და ხელშესახებია საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის," - განაცხადა მიშელმა.

დღის ამბები