პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.
"ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები არა პოლიტიკოსები. მე სი@ზე მკიდია ყველა თანამდებობა. თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში. ეს შენობა არის თქვენი და ჩემი აზრით ეს უნდა დაიწყოთ დღეს. რომ მორჩება გამოსვლები ამ შენობის გარშემო, არის უამრავი პოლიცია, არ დაიშალოთ განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩემი თხოვნა იქნება,"- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.