უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა. უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების გამშვებ პუნქტებთან რიგები არ წყდება. სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი და პოლონეთი - თავშესაფრის მაძიებელ უკრაინელებს კარი მეზობელმა ქვეყნებმა გაუხსნეს. ყველაზე მეტ ლტოლვილს პოლონეთი მასპინძლობს.
ომს გამოქცეულებისთვის უფასოა მატარებელი, უფასოდ აწვდიან საკვებსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს. საზღვრის მიღმა იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველად დახმარებას ახვედრებენ. აქ ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი მედიკასა და კორდოვას გამშვებ პუნქტებთან გროვდება. უკრაინელების ნაწილს გადმოჰყავს ოჯახის წევრები და შემდეგ ისევ სამშობლოში ბრუნდება.