27 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ევროკავშირის კარები უნდა გაიღოს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის" - პრეზიდენტის ვიზიტი პარიზსა და ბრიუსელში

"პუტინის გათვლები უკრაინული წინააღმდეგობის მიმართ მცდარი აღმოჩნდა, მცდარი აღმოჩნდა მისი გათვლები ევროკავშირის მიმართაც" - ეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია, რომელიც ევროპის ლიდერებს პარიზსა და ბრიუსელში ხვდება.

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონის შემდეგ უკვე შეხვდა ურსულა ფონ დერ ლაიენს და შარლ მიშელს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ თქვა, რომ თბილისისგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ქვეყანას საფრთხეში ჩააგდებს, მაგრამ ყველა ელოდება სოლიდარობას.

ბრიუსელში ჩასული სალომე ზურაბიშვილი ევროპის კარის გახსნას ითხოვს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და აცხადებს, რომ უკრაინა დღეს ყველსათვის იბრძვის.

"მსურს გამოვხატო ჩემი და მთელი ქართველი ერის აღფრთოვანება უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ადგილზეა და შესანიშნავ დიპლომატიურ კამპანიას უძღვება. ის ყველასთვის უნიკალური მაგალითია. ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირის კარები უნდა გაიღოს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, და ევროპელებიც ასე ფიქრობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ დილით ჩვენ მიგვიღებენ სრულფასოვან წევრებად, მაგრამ ვფიქრობ რომ პროცესი დაწყებულია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები