27 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
Google-ი ევროპის მასშტაბით Russia Today-სა და Sputnik-ის Youtube არხებს ბლოკავს

Google უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროპის მასშტაბით  Russia Today-სა და Sputnik-ის Youtube არხებს ბლოკავს.

ინფორმაცია Google-ის ევროპის დეპარტამენტი Twitter ოფიციალურად ავრცელებს. მათი თქმით, დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მყისიერად ამოქმედება.

"უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ევროპის მასშტაბით დაუყოვნებლივ ვბლოკავთ Youtube-ზე Russia Today-სა და Sputnik-თან დაკავშირებულ არხებს.

ჩვენს სისტემას ამის განხორციელებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, რათა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები" - აცხადებს Google.

 

 No description available.

დღის ამბები