27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს იმას, გამიშვან ჩემს მეგობართან და მთავარსარდალ ზელენსკისთან, ყველაზე სახიფათო ადგილას მსოფლიოში - კიევში - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლო საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება, მან, განსასჯელის სკამიდან, ტრადიციულად სიტყვის უფლებით ისარგებლა, შემდეგ კი შესვენება მოითხოვა და თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მოუწოდა, "ვინც ამას წყვეტს იმ კაცს", რომ გაუშვან მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილში - კიევში.

"მე მინდა აუცილებლად პეტიციას მოვაწერო ხელი ევროკავშირში საქართველოს მიღების თაობაზე, მაგრამ ვიღაცები იძახიან, რომ ჩვენ და მე გვიხარია უკრაინაში ომი. მინდა ვუთხრა იმ იდიოტებს, ვინც ამას ლაპარაკობს. მე თქვენგან განსხვავებით საქართველოში არაფერი შემიძენია. პირველად ცხოვრებაში ავიშენე კიევში კარგი სახლი, ჩემი ძალიან ლამაზი გემოვნებით მოწყობილი, ეს არის ჩემი სახლი. რანაირად შეიძლება გიხაროდეს ომი?!

როდესაც ღირსებასა ომს შორის ირჩევ უღირსობას, მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომს.

მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ. მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალთან ზელენსკისთან ყველაზე სახიფათო ადგილას მსოფლიოში - კიევში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები