27 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს ოლიმპიური ორდენი და ტაეკვანდოს შავი ქამარი ჩამოართვეს 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ოლიპიური ორდენი ჩამოართვა. ამის შესახებ კომიტეტის პრესსამსახური წერს.

"განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე ოლიმპიური ზავის დარღვევისა და ძველი სხვა დარღვევების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება – ჩამოართვას ოლიმპიური ორდენები რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინს," - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ტაეკვანდოს მსოფლიო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს ჩამოართვა მეცხრე დანის შავი ქამარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს 2013 წლის ნიემბერში მიენიჭა.

დღის ამბები