27 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორეს რეაქტიული არტილერიით, ზუსტად მოლაპარაკების პროცესში - ზელენსკი 

მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 5 დღის განმავლობაში უკრაინაში რუსული ძალების მიერ 56 სარაკეტო დარტყმა და 113 საკრუიზო რაკეტის გასროლა განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა მაშინაც, როდესაც მიმდინარეობა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება.

ზელენსკის განმარტებით, სრულად უნდა გადაიხედოს ცის დახურვის საკითხი რუსული რაკეტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის

"რუსეთის ძალებმა სასტიკად დაბომბეს ხარკოვი, ეს სამხედრო დანაშაულია. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიების, ქალაქების დაბომბვის ფონზე. ვფიქრობ რუსეთი ასეთი მარტივი გზით ცდილობს ზეწოლას. სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორეს რეაქტიული არტილერიით ზუსტად მოლაპარაკების პროცესში. ასეთია ძმური მეგობრობა და მსოფლიომ იცის რა უნდა გააკეთოს.

დღეს პარტნიორებთან ვისაუბრეთ ამაზე, ეკონომიკური განადგურება - დავანახოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია თავის დაცვა. ვფიქრობ, სრულად უნდა გადაიხედოს ცის დახურვის საკითხი რუსული რაკეტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის. ჯერჯერობით არ გვაქვს შედეგი, რომელსაც ვისურვებდით.

რუსეთმა საკუთარი პოზიციების შესახებ განაცხადა, ჩვენგან გაჟღერდა ომის დასასრულებლად შემხვედრი პუნქტები. რუსეთმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ჩვენ გამოვაცხადეთ კონტრაპუნქტები ომის დასრულებისთვის. მივიღეთ გარკვეული სიგნალები. როდესაც დელეგაცია კიევში დაბრუნდება გავაანალიზებთ იმას, რაც მოვისმინეთ და გადავწყვეტთ როგორ გავაგრძელებთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები