ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე, განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
დიმიტრი კულება, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გამართოს მოსმენა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ასევე მოუწოდონ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.
კულებამ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის შესახებაც განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთი თავს ესხმის, მეტი სანქცია და იარაღი სჭირდებათ.