27 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ნავთობგიგანტი Shell გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს 

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების და სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ნავთობის გიგანტი Shell-ი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ რუსულ გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს.

ინფორმაციას ამის შესახებ СNN ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს რუსეთის აქტივების საბალანსო ღირებულებაზე მნიშვნელოვან დარტყმას გამოიწვევს. 

კომპანიის ცნობით, 2021 წლის ბოლოს Shell-ს ჰქონდა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი აქტივები რუსეთში ამ საწარმოებში.

 

დღის ამბები