27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია შალვა პაპუაშვილს უკრაინის ელჩის პლენარულ სხდომაზე მოწვევის წინადადებით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე უკრაინის საგანგებო და სრულuფლებიანი ელჩის, იგორ დოლგოვის მოწვევის წინადადებით მიმართავს. შესაბამისი მიმართვა შალვა პაპუაშვილთან უკვე გაიგზავნა.

"ვფიქრობ, რომ იქნება მნიშვნელოვანი დემონსტრაცია ქართველი ხალხის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის. დღეს უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს მთელი მსოფლიო და, შესაბამისად, ვფიქრობთ რომ მიმდინარე კვირაში, თუ შესაძლებელია ხვალ უკრაინის ელჩის მისალმება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ და მისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის მიცემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები