27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
კიევში ხანგრძლივი კომენდანტის საათი დასრულდა - დედაქალაქში გაიხსნა მაღაზიები, ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კიევში 2-დღიანი კომენდანტის საათი დასრულდა - დედაქალაქის მცხოვრებლებს შეუძლიათ, დატოვონ თავშესაფრები.

კიევში პროდუქტის მაღაზიები გაიხსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, თუმცა მეტროში მატარებლები ჩვეულებრივზე ნაკლები სიხშირით იმოძრავებენ.

შაბათ-კვირამ აფეთქებების ფონზე ჩაიარა, უმეტესად, იბომბებოდა კიევის მიმდებარე ტერიტორია. დედაქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

კომენდანტის საათი დღეს 22 საათზე კვლავ ამოქმედდება და ხვალ დილის 7 საათამდე იქნება ძალაში. მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სახლები და თავშესაფრები დღის განმავლობაშიც არ დატოვონ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ აქვთ.

დღის ამბები