27 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
FIFA-მ რუსეთის საფეხბურთო კავშირს საერთაშორისო მატჩებზე რუსეთის დროშისა და ჰიმნის გამოყენება აუკრძალა

FIFA-მ რუსეთის ნაკრებს საერთაშორისო მატჩებზე რუსეთის დროშისა და ჰიმნის გამოყენება აუკრძალა. რუსეთის ნაკრებს შეჯიბრებებში მონაწილეობა ჰიმნისა და დროშის გარეშე მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით შეეძლება. 

ასევე FIFA-მ რუსეთის ფედერაციას აუკრძალა შიდა მატჩების ჩატარება და რუსეთის ნაკრები თამაშს მხოლოდ ნეიტრალურ სტადიონზე, მაყურებლის გარეშე შეძლებს. 

ასევე FIFA  საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ნაკრების ჩახსნას განიხილავს. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Uniani ავრცელებს. 

დღის ამბები