27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
"არის განწყობა, რომ ბოლომდე იბრძოლონ, თუ მოხერხდა შემოჭრა კიევში, ეს ნამდვილად არ იქნება ადვილი გასეირნება" - საქართველოს ელჩი უკრაინაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში, გიორგი ზაქარაშვილი კიევში მცხოვრები მოქალაქეების განწყობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინელები მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ. 

"არის განწყობა, რომ ბოლომდე იბრძოლონ. ყველა რაიონში შექმნილია ე.წ. ტერიტორიალური დაცვის დანაყოფები, სადაც გაერთიანებულები არიან ამა თუ იმ უბნის მცხოვრებლები, მათ ხელმძღვანელობენ რეზერვისტები ან ოფიცრები, ის ადამიანები, ვისაც მეტ-ნაკლებად აქვს გამოცდილება იარაღის ხმარების და მისი მოპყრობის და რაც მთავარია, აქვთ ძალიან მაღალი მოტივაცია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხერხდა შემოჭრა კიევში, ეს ნამდვილად არ იქნება ადვილი გასეირნება," - ამბობს გიორგი ზაქარაშვილი.

დღის ამბები