27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"დღის განმავლობაში იყო გარკვეული ლოკალური შეტაკებები, თუმცა დღეს კიევში წინა დღეებთან შედარებით ცოტა სიწყნარეა" - საქართველოს ელჩი უკრაინაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში, გიორგი ზაქარაშვილი კიევში ამ წუთისთვის არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა კიევში სიწყნარეა, თუმცა არის დაძაბული სიტუაცია. 

"ამ წუთისთვის სიწყნარეა, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა მორიგი განგაში, შესაბამისად, ყველა ჩავედით თავშესაფარში, თუმცა საბედნიეროდ მალევე გაუქმდა. ვითარება დაძაბულია ცხადია, დღის განმავლობაში იყო გარკვეული ლოკალური შეტაკებები, თუმცა დღეს კიევში წინა დღეებთან შედარებით ცოტა სიწყნარეა," - ამბობს გიორგი ზაქარაშვილი.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ. 

"პირველ რიგში, გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, რაც შესაბამისად, შეზღუდვებს უკვე ითვალისწინებს. ამასთან, შემოღებულია კომენდანტის საათი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა საათებში მოქმედებს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ყურადღება მიაქციონ, სად იმყოფებიან.

ამასთანავე, აუცილებელია, თან ჰქონდეთ პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტები, ვინაიდან არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ავლენენ შემოგზავნილ ადამიანებს, ეძებენ რუსეთის მომხრეებს, ვინც რუსეთზე მუშაობს, შესაბამისად, ხშირია პატრულირება, საბუთების შემოწმება და ამ შემთხვევაში, უნდა იყოთ ამისათვის მზად. ასევე, მაქსიმალურად თავშეკავება ქუჩაში გადაადგილებისგან. რეკომენდაციაა, რომ როგორც კი ისმის განგაშის ხმა, გადავიდეთ თავშესაფარში,“ - ამბობს გიორგი  ზაქარაშვილი

დღის ამბები