27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"სოლიდარობა უკრაინას!" - მსოფლიოში ცნობილი ადამიანები უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სხვდასხვა ფორმით გამოხატავენ 

"სოლიდარობა უკრაინას!" - ამ დევიზით მთელი მსოფლიო გაერთიანდა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სხვდასხვა ფორმით გამოხატავენ.

ფრანგმა მწერალმა ფრედერიკ ბეგბედერმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და რუსეთს უკან დახევას მოუწოდებს.    

უკრაინას სოლიდარობას უცხადებს მსახიობი პენელოპე კრუსი. საკუთარ instagram გვერდზე ღიად დაუჭირა მხარს უკრაინას და გმობს რუსეთის ძალადობას. 

რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ღიად უჭერენ მხარს უკრაინას. ერთ-ერთია რუსი მსახიობი ლია ახეჯაკოვა, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 00 დოლარი გადარიცხა და პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით! - ჰოლივუდის მსახიობები მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან. ჯარედ ლეტო, ორლანდო ბლუმი, ეშტონ კაჩერი, - ეს მცირე ჩამონათვალია, ვინც რუსეთს ომის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ დღეს ინსტაგრამზე 2017 წელს უკრაინაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ქეთი მე­ლუ­ა წერს, რომ ომით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.



 

დღის ამბები