გაეროს ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიაზე 360 ათასზე მეტი უკრაინელი გადავიდა. ბრიუსელში სწორედ ამ საკითხზე საუბარი დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ბრიუსელში თქვეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის მოქალაქეებს ყველაფრით დაეხმარებიან. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ
"სულ მცირე 300 ათასი უკრაინელი შემოვიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეს პლატფორმა შეეხება მხარდაჭერას ჩვენი სააგენტოების მხრიდან იმ წევრებისადმი, რომლებიც დიდ ძალისხმევას სწევენ და ძალიან ვაფასებ. ასევე, უნდა მოვემზადოთ, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოვა მომდევნო დღეებში," - ამბობს ევროკომისარი, ილვა იოჰანსონი.