27 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რიგები მატარებლის სადგურებზე და სასაზღვრო პუნქტებთან - ომის დაწყებიდან 24 საათში სახლი მინიმუმ 100 000-მა ადამიანმა იძულებით დატოვა

უკრაინიდან მოქალაქეები მშვიდობიან ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობენ, თუმცა მათ დიდი იმედი აქვთ, რომ უკან, თავიანთ სახლებში მალე დაბრუნდებიან.

ოკუპანტმა ქვეყანამ უამრავი ოჯახის მომავალი შეცვალა, ათასობით ადამიანს მშობლიური ქალაქის მიტოვება აიძულა და სარკინიგზო თუ სახმელეთო გზებით დღეების განმავლობაში, საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში არიან.

უკრაინიდან მიმავალი ხალხის ნაკადი არ წყდება რუმინეთის საზღვართანაც. ომმა ოჯახები ერთმანეთს დააშორა, ძირითადად ქვეყნიდან მხოლოდ ბავშვები და ქალები გარბიან. 18-დან 60 წლამდე ყველა უკრაინელ მამაკაცს დარჩენა და საბრძოლო მზადყოფნა დაევალა.

ლვოვის მატარებლის სადგურში კიევიდან ათასობით ადამიანი პოლონეთში წასვლას ცდილობს. ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები ვაგონში შეღწევას მაინც შეეცადნენ, ზოგიერთს დანიშნულების ადგილამდე სამგზავრო ბილეთიც კი არ ჰქონდა. მანამდე ლვოვში ჩასულებს გასული ღამის ცივ იატაკზე ძილში გატარება მოუწიათ.

ომის დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში მინიმუმ 100 000-მა ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებში 400 ათასამდე უკრაინელი გადავიდა.

დღის ამბები